საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა სირენკას თასზე გამოსვლა წაგებით დაასრულა #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა პოლონეთში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, „სირენკას თასზე“ გამოსვლა წაგებით დაასრულა.
პირველ ტურში გუნდი რუმინეთთან 1:3 დამარცხდა. მეორე დღეს ტურნირის მასპინძელ პოლონეთთან ათი კაცით დარჩენილმა ქართველმა 17-წლამდელებმა 2:4 წააგეს. ამავე ანგარიშით დათმო ჩვენმა გუნდმა ტურნირის დასკვნითი შეხვედრაც.
17-წლამდე ნაკრებიდან თავი ნიკოლოზ ელისაშვილმა და ალექსანდრე ამისულაშვილმა გამოიჩინეს.
საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება. ჯგუფურ ეტაპზე დანიას, ავსტრიასა და ლიეტუვას დავუპირისპირდებით. მატჩებს 11-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი უმასპინძლებს.
უელსი U17 – საქართველო U17 4:2
გოლები: 0:1 ნიკოლოზ ელისაშვილი (36), 1:1 ელიოტ მაილსი (39. პენალტი), 2:1 ჯაკ ტომასი (54), 2:2 ალექსანდრე ამისულაშვილი (61), 3:2 ოლივერ ბოსტოკი (69), 4:2 კრუზ ალენი (87)