საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს სალომე ხუბულური აღარ გაწვრთნის #1TVSPORT
„საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, სალომე ხუბულური ქალთა სანაკრებო სისტემაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს კი, 2021 წლიდან იკავებდა.
მას ეროვნული გუნდებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სახელით, გვსურს მადლობა გადავუხადოთ გაწეული სამსახურისთვის და წარმატება ვუსურვოთ კარიერაში“, – წერია სფფ-ს გავრცელებულ ცნობაში.
17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადებიან. სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით გუნდმა ბოლოს ორი ამხანაგური მატჩი სექტემბერში სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში საბერძნეთთან გამართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს 4:2 და 2:0.