საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის რუსთავში ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის რუსთავში ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები სფფ-ის რუსთავის ტექნიკურ ცენტრში შეიკრიბა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის მეორე რაუნდისთვის მზადება დაიწყო.

გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ფარერის კუნძულებზე 17-23 მარტს გამართავს. საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები, მასპინძლების გარდა, რუმინეთისა და ლატვიის გუნდებს დაუპირისპირდება.

მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ვიქტორია დობროვოლსკაია (რუსთავი), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)

დაცვა: ნათია ცეცხლაძე, ელენე ბოლქვაძე (ორივე – ბათუმი), ლიზი კაკულია (დინამო გაგრა), ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო, თბილისი), ნათია ჯოჯუა (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელიზაბეტ რიჟამაძე (კვარტალი)

ნახევარდაცვა/შეტევა: ანანო მიქაბერიძე, ნატო გუტიკაშვილი, ნინო მეტრეველი (სამივე – რუსთავი), ანანო ჯოჯუა, თაკო ბულია (ორივე – კოლხეთი, ხობი), ქეთევან ჭურკვეიძე, ანასტასია ბუჩუკური (ორივე – ბათუმი), სოფო ბერულავა, ანანო ცისკარიძე (ორივე – ნორჩი დინამო, თბილისი), მარიამ მამფორია (კვარტალი, თბილისი), მარიამ ობოლაძე (ნორდშტერნი, რადოლფცელი, გერმანია)

მატჩების განრიგი:

17 მარტი, 21:00

რუმინეთი – საქართველო

20 მარტი, 17:00

ფარერის კუნძულები – საქართველო

23 მარტი, 21:00

საქართველო – ლატვია