საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები რუსთავში შეიკრიბა და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები რუსთავში შეიკრიბა და საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ლიგის პირველ რაუნდისთვის მზადება რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში დაიწყო.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 5-11 ნოემბერს სლოვაკეთში გაიმართება. ჩვენი გუნდი, ჯგუფის მასპინძლების გარდა, მონტენეგროსა და ლატვიის  ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მოახლოებული მატჩებისთვის საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სალომე ხუბულურმა 20 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის სამი ლეგიონერია – ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე ბადალონა“, ესპანეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ) და სოფი იბრაჰიმი („პდა საუთი“, აშშ).

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ხატია ბერიშვილი, ნინო მეტრეველი (ორივე – „რუსთავი“), ანანო სიგუა („რაჭა“);

დაცვა: ლოლიტა კალოიანი („რუსთავი“), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი“), ელიზაბეტ რიჟამაძე („კვარტალი“), ლიზი კაკულია („დინამო“ გაგრა);

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანანო მიქაბერიძე, ნატო გუტიკაშვილი, ნინო ჩხეტიანი (ყველა – „რუსთავი“), თაკო ბულია, ანანო ჯოჯუა (ორივე – „კოლხეთი“, ხობი), ქეთევან ჭურკვეიძე („ბათუმი“), სოფო ბერულავა („ნორჩი დინამო“), ანასტასია ბუჩუკური („ელიტა“), კესარია მეტონიძე („რაჭა“), ანანო წიქარიძე („ნიკე-ლუსო“), ანა-თამარა ქურასბედიანი-ბოლოთაშვილი („ლევანტე ბადალონა“, ესპანეთი), სოფი ხელაშვილი („ოჰაიო პრემიერი“, აშშ), სოფი იბრაჰიმი („პდა საუთი“, აშშ).

მატჩების განრიგი

5 ნოემბერი, 19:00

სლოვაკეთი – საქართველო

8 ნოემბერი, 15:00

მონტენეგრო – საქართველო

11 ნოემბერი, 15:00

საქართველო – ლატვია