საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები აზერბაიჯანში გაემგზავრა #1TVSPORT

09:02, 05.09.2026

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები ბაქოში გაემგზავრა, სადაც აზერბაიჯანის თანატოლთა ნაკრებს 6 და 9 სექტემბერს ამხანაგურ მატჩებში დაუპირისპირდება.

მოახლოებული შეხვედრებისთვის საქართველოს ნაკრები სფფ-ის ტექნიკური ცენტრის, „ბასას“ მოედანზე ემზადება. 17-წლამდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მატვეევამ აზერბაიჯანის წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: ანასტასია გოგელია (კოლხეთი ხობი), თინიკო ჯაიანი (ბათუმი).

დაცვა: მარიამ ჩალაძე (რუსთავი), ანასტასია მარგიანი (ვინგსი), სესილი მასხარაშვილი (რუსთავი), ბარბარე მანაგაძე (მართვე), ნინი ვეკუა (ნორჩები).

ნახევარდაცვა: ნინო აბულაძე (ბათუმი), მარიამ გასანოვა (კვარტალი), ანა დოლიშვილი (კვარტალი), ელენე თვალჭრელიძე (მართვე), ანი დავითულიანი (ვერე), თამარ მარუაშვილი (მართვე), მარიამ დარჩიაშვილი (კვარტალი).

თავდასხმა: ლიზი ბახტაძე (სპაერი), ნატა მიქელაძე (ბათუმი), სესილი გაბრელიანი (ვერე), ნატალია გუგულაშვილი-აფციაური (ფუენლაბრადა ატლანტისი, ესპანეთი), თეკლა ბერიძე (ნიკე-ლუსო), სალომე ბერიანიძე (სპანგა, შვედეთი).

6 სექტემბერი, 16:00

აზერბაიჯანი – საქართველო

9 სექტემბერი, 11:00

აზერბაიჯანი – საქართველო

მსგავსი