საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე მატჩი შინ, საბერძნეთთან გამართა. სანდრო კობახიძის გაწვრთნილი გუნდი ელინებთან 1:2 დამარცხდა.

49-ე წუთზე ანგარიში საქართველოს ნაკრებმა გახსნა – ანდრია ბართიშვილმა საჯარიმო ზუსტად შეასრულა – 1:0.

ბერძნებმა თამაში სათავისოდ მალევე შეატრიალეს – 56-ე წუთზე სუვლაცისმა გაიტანა, ხოლო 70-ე წუთზე პაპასარაფიანოსმა მეტოქე 2:1 დააწინაურა. მატჩი ასეც დასრულდა, დიდი მცდელობის მიუხედავად, ქართველებმა ანგარიში ვეღარ გაათანაბრეს.