საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრები ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია
საქართველოს 17-წლამდე ძალოსანთა ნაკრები ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მფლობელია.
მილანში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ძალოსნებმა არალიცენზირებულ ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე საფეხურზე რუმინეთის, მესამეზე ჩეხეთის, მეოთხეზე კი პოლონეთის გუნდი გავიდა.
რაც შეეხება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ჩატარებულ ევრო პირველობებს, საქართველოს ნაკრები 15 სხვადასხვა სინჯის მედლით მეორე ადგილზე გავიდა. ჩემპიონი თურქეთის გუნდია, ხოლო შეჯიბრის მასპინძელი ქვეყნის იტალიის ნაკრები მესამე საპრიზო ადგილს დასჯერდა.