საქართველოს 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებები ელიტრაუნდის მეტოქეების ვინაობას 7 დეკემბერს შეიტყობენ #1TVSPORT
საქართველოს 17 და 19-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდნენ და მეტოქეების ვინაობას 7 დეკემბერს შეიტყობენ.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდის საგზური 21 ნოემბერს თბილისში დასრულებულ შესარჩევ ეტაპზე მოიპოვა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილებმა 6 ქულა დააგროვეს და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, პირველ ადგილზე კი უდანაკარგოდ (9 ქულა 3 მატჩში) ესპანეთი გავიდა.
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმაც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში თამაშის უფლება საქართველოში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე მიიღო. გიორგი ჩიტაურის გუნდმა თამაშები ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარა, 4 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი 7 ქულით ავსტრიამ დაიკავა.
ელიტრაუნდის მატჩები მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება.