საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
სანდრო კობახიძე საქართველოს 16-წლამდე ვაჟთა ნაკრებს უხელმძღვანელებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2022 წლიდან ეროვნული გუნდების სტრუქტურაში მუშაობს.
კობახიძე 16-წლამდე ნაკრებს 2025 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანს, რომელსაც თურქეთი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები 29 სექტემბერს თურქეთში გაემგზავრება, სადაც 16-წლამდელები პირველ და 2 ოქტომბერ საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის B ჯგუფში ყირგიზეთს და უზბეკეთს დაუპირისპირდებიან, ხოლო მესამე მატჩს 4 ოქტომბერს A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ალექსანდრე იაშვილს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გამოჩენილი ნდობისთვის. ეს საქმე ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და იმედი მაქვს, რომ სწორი მუშაობით და შრომით დასახულ მიზანს მივაღწევთ“, – ამბობს სანდრო კობახიძე.