საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა #1TVSPORT
საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა #1TVSPORT

ლატვიაში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უკრაინასთან გამართა და 95:80 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრები 8-16 აგვისტოს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება. ჩვენი ქვეყანა ევრობასკეტის A დივიზიონს ამ ასაკობრივ კატეგორიაში ისტორიაში პირველად მასპინძლობს.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ითამაშებს გერმანიის, ესპანეთისა და სერბეთის წინააღმდეგ. ჯგუფური ეტაპი კლასიფიკაციის ხასიათს ატარებს და პლეი ოფის (მერვედფინალის) წყვილები სწორედ მის საფუძველზე განისაზღვრება.

ჯგუფის ყველა მონაწილე მერვედფინალში გადადის, ხოლო იქ მარცხის შემთხვევაში გუნდები 9-16 ადგილებისთვის იბრძოლებენ. ბოლო სამ ადგილზე (14-16) გასული გუნდი B დივიზიონში დაქვეითდება.