საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT

14:00, 15.08.2026

საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა სლოვენიასთან მატჩით დაასრულა – ქართველი კალათბურთელები დაძაბულ ბრძოლაში 66:67 დამარცხდნენ.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე მე-16 ადგილზე გავიდა. სლოვენიასთან მატჩამდეც ცნობილი იყო, რომ ჩვენი გუნდი A დივიზიონიდან დაქვეითდა და მომდევნო წელს B დივიზიონში გაატარებს.

სლოვენიასთან შეხვედრაში საუკეთესოები 13-13 ქულით ანდრია ჭკადუა და ალექსანდრე ლეჟავა იყვნენ. მატჩი 11 ქულით დაასრულა ნიკოლოზ მარკოიშვილმა.

მსგავსი