საქართველოს 16-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის B დივიზიონში დაქვეითდა #1TVSPORT

15:55, 14.08.2026

რუმინეთში მიმდინარე 16-წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ისრაელთან 72:91 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებისთვის ტურნირზე ეს მეექვსე წაგება იყო, მომდევნო წელს კი ჩვენი გუნდი ევრობასკეტის B დივიზიონში გაატარებს.

ისრაელის წინააღმდეგ შეხვედრაში საუკეთესო ნიკოლოზ მარკოიშვილი იყო, რომელმაც გუნდს 24 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

საქართველოს ნაკრები მიმდინარე ევრობასკეტზე გამოსვლას მე-15 ადგილისთვის მატჩით დაასრულებს –  ქართველი კალათბურთელები ბელგიასა და სლოვენიას შორის წაგებულთან ითამაშებენ.

მსგავსი