საქართველოს 16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი ეწვევა
საქართველოს 16 სექტემბერს იოჰანეს ჰანი ეწვევა

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოს 16 სექტემბერს ეწვევა.

ჰანის ინიციატივით, თბილისში „ევროპული სკოლა¬ აშენდება. ეს ევროკომისიის პირველი ინიციატივაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარეთ ხორციელდება და მასში საქართველოს მოქალაქე მოსწავლეებთან ერთად ისწავლიან აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების მოსწავლეები.

სკოლის დასრულების შემდეგ გაიცემა ევროპული ბაკალავრიატის დიპლომი. პროექტი სრულად მხარდაჭერილია ევროკომისიის მიერ.

იოჰანეს ჰანი ლისის ტბის მიმდებარედ განათლების მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად ევროკავშირის სტანდარტების მქონე „ევროპული სკოლის“ ახალი შენობისა და საერთო საცხოვრებლის მშენებლობის ადგილას სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

„ევროპული სკოლის” მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.