საქართველოს 16-18 აპრილს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა
საქართველოს 16-18 აპრილს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა

საქართველოს კვიპროსის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი ეწვევა. როგორც საქართველოს პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტი 16-18 აპრილს იგეგმება.

ნიკოს ანასტასიადესის ვიზიტის მოსამზადებელი საკითხები მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და მისმა კვიპროსელმა კოლეგამ, ნიკოს ქრისტოდიულიდესმა განიხილეს.

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ მხრივ, დადებითად შეაფასეს კვიპროსის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ეწვიოს საქართველოს. ასევე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტი ახალ მნიშვნელოვან ბიძგს შესძენს საქართველო-კვიპროსის ურთიერთობას.