საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს 15-წლამდე ვაჟთა ნაკრები ერევანში გაემგზავრა, სადაც უეფა-ს განვითარების თასზე ითამაშებს.
გიორგი ჩიტაურის გუნდი 8-12 მაისს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრის მოედანზე ლატვიას, უზბეკეთსა და მასპინძელ სომხეთს დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ გუნდში ხვიჩა კვარაცხელიას ძმა – თორნიკე და მადრიდის „ატლეტიკოს“ აღზრდილი ქართველი – მარკოს თოდუა გამოძახეს.
8 მაისი, 13:00 | ლატვია – საქართველო
10 მაისი, 11:00 | სომხეთი – საქართველო
12 მაისი, 15:00 | უზბეკეთი – საქართველო
U15 | საქართველოს ნაკრბის შემადგენლობა:
მეკარეები: ოთარ გურიელი, ლუკა ფუტკარაძე (ორივე – „დინამო თბილისი“), ილია ხუნწალია (სფფ-ის რუხის აკადემია).
მცველები: ანდრია ფოცხვერია, ნიკოლოზ თომაევი, ნიკოლოზ კობზონაძე, თორნიკე ფილაური (ყველა – „დინამო თბილისი“), გივი კვარაცხელია („გლდანი“), გეგა ამაღლობელი („პორტუს ბათუმი“), ლუკა პაჭკორია (სფფ-ის რუხის აკადემია), დაჩი დგებუაძე (35-ე სკოლა).
ნახევარმცველები: ალექსანდრე ჩიქოვანი („დინამო თბილისი“), მარკოს თოდუა („ატლეტიკო“, მადრიდი, ესპანეთი), დავით მაჭარაშვილი, ანდრია ოჩიგავა, გაბრიელ გოგუა, თორნიკე კვარაცხელია, სანდრო ბინიაშვილი, დემეტრე ქურასბედიანი (ყველა – „დინამო თბილისი“), ერეკლე კაკულია, გეგა ავალიანი (ორივე – „სელერო“), რობი ფერიაშვილი („გლდანი“).
თავდამსხმელები: ლევან ჭიკაიძე, ნიკოლოზ სახვაძე (ორივე – „დინამო თბილისი“), ნიკოლოზ დუნდუა („გლდანი“).