საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფა-ს განვითარების თასზე მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
საქართველოს 15-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე გამოსვლა მოგებით დაასრულა. გიორგი გიოშვილის გუნდმა დასკვნით შეხვედრაში ისრაელს 1:0 სძლია და გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავა. ერთადერთი გოლი 87-ე წუთზე გავიდა – თავი შეცვლაზე შესულმა ანი გაგლოშვილმა გამოიჩინა.
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში მასპინძელ სერბეთთან 0:1 დამარცხდა. უელსის წინააღმდეგ ჩატარებული მეორე შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით, 4:2 დასრულდა. უელსთან მატჩში დუბლი მარიამ ხვადაგიანმა შეასრულა.