საქართველოს 10-12 ივნისს ​ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა
საქართველოს 10-12 ივნისს ​ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ეწვევა

საქართველოს, 10-12 ივნისს, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ეწვევა.

ვიზიტის მიზანია, თანადგომის გამოხატვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისადმი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ​ლიეტუვის პრეზიდენტი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს. ვიზიტის პროგრამა ასევე მოიცავს შეხვედრას საქართველოში მცხოვრები ადგილობრივი ლიეტუვური თემის წარმომადგენლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებთან.

ვიზიტისას, გიტანას ნაუსედა გაემგზავრება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. შემდეგ კი, მეუღლესთან ერთად შეხვდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.

ამასთან, ლიეტუვის პრეზიდენტის მეუღლე დიანა ნაუსედა მონაწილეობას მიიღებს ლიეტუველი დრამატურგის, ინჟინრის, ანტანას ვილკუტაიტის-კეტურაკისის ძეგლის გახსნაში და დაესწრება ბირუტე იონუშკაიტეს წიგნის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მდებარე ლიეტუვის ენისა და კულტურის ცენტრში გაიმართება.

ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოში პირველად ჩამოვა.