საქართველომდე სომხეთს ამხანაგური მატჩი ჩაეშალა - მატჩის გაუქმება ქუვეითმა გადაწყვიტა
საქართველომდე სომხეთს ამხანაგური მატჩი ჩაეშალა - მატჩის გაუქმება ქუვეითმა გადაწყვიტა

საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის C2 ჯგუფში შეხვედრამდე, სომხეთის ნაკრები ქუვეითთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ 11 ნოემბერს დაგეგმილი მატჩი გაუქმდა – ინფორმაცია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა.

მიზეზი არა მთიან ყარაბაღში ომი, არამედ ქუვეითის ხელისუფლების მიღებული მკაცრი ზომებია, რომელმაც COVID-19-ით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდის გამო შეზღუდვები დააწესა.

„ქუვეითის ფეხბურთის ასოციაციამ, ქვეყანაში და საზღვარგარეთ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ვითარების გამწვავების გათვალისწინებით, ოფიციალური წერილი გაუგზავნა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას 11 ნოემბერს დაგეგმილი სომხეთი-ქუვეითის მატჩის გაუქმების თხოვნით. ქუვეითელებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ორგანიზაციას შორის თანამშრომლობა გაგრძელდება და ამხანაგური მატჩების ჩატარება მომავალში იქნება შესაძლებელი“, – წერია სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდზე.

მოკლედ, სომხეთის ნაკრები ერთა ლიგაზე საქართველოსთან (15 ნოემბერს) და ჩრდილოეთ მაკედონიასთან (18 ნოემბერს) მატჩამდე მხოლოდ შეკრების გამართვით შემოიფარგლება.

დატოვე კომენტარი