საქართველომდე შვედეთს მცველები დააკლდა - პრობლემის მოსაგვარებლად იოაკიმ ნილსონი გამოიძახეს #1TVSPORT
საქართველომდე შვედეთს მცველები დააკლდა - პრობლემის მოსაგვარებლად იოაკიმ ნილსონი გამოიძახეს #1TVSPORT

შვედეთის ნაკრები საქართველოში დანაკლისით მოემგზავრება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის საქართველოსთან და ესპანეთთან გუნდს გამოაკლდა პონტუს იანსონი („ბრენდფორდი“. სანაკრებო კარიერა დაასრულა), კორონავირუსის გამო იზოლირებული მარკუს დანიელსონი („დალიანი“) და ტრავმირებული ცენტრალური მცველები – ფილიპ ჰელანდერი („გლაზგო რეინჯერსი“) და კარლ სტარფელტი („სელტიკი“).

შვედური გამოცემა „აფტობლადეტი“ ამტკიცებს, რომ შვედების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა დაცვის ცენტრში არსებული პრობლემების მოგვარებაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

„ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვაში არსებულ ქაოსს 27 წლის იოაკიმ ნილსონი მოაგვარებს. იანე ანდერსონს მისი იმედი აქვს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბილეფელდისარმინიას“ მცველი კვლავ დაცვის ცენტრში დადგება – ამჯერად გუნდის კაპიტან ვიქტორ ნილსონ ლინდელოფთან („მანჩესტერი“) ერთად. შაბათს „შტუტგარტთან“ სტუმრად 1:0 მოგებაში, იოაკიმ ნილსონმა ნაკრებში წასვლამდე 60 წუთი ითამაშა. 27 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგაში თავი დაიმკვიდრა და სავარაუდოდ, საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩებში ეროვნული ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ახალ, უფრო გამორჩეულ როლს შეასრულებს“, – წერს „აფტობლადეტი“.

„ეს ფანტასტიკური გამოწვევაა ჩემთვის. თუ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილს არ დავიკავებთ, მარტში პლეიოფში თამაში მოგვიწევს. ეს კიდევ უფრო დიდი მიზეზია ახლანდელი ამოცანის გადასაწყვეტად. ჩვენ დარჩენილი მატჩები უნდა მოვიგოთ და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური პირდაპირი გზით უნდა მოვიპოვოთ”, – ამბობს იოაკიმ ნილსონი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ.