საქართველომ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა
საქართველომ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ სხდომაზე საქართველომ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის (CITA-ს) მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

2022 წლის 14-15 სექტემბერს თბილისში გაიმართება CITA-EUROPE-ის სხდომა და საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, CITA-ს პრეზიდენტი გერჰარდ მიულერი და აღმასრულებელი დირექტორი ედუარდ ფერნანდესი.

ღონისძიების ოფიციალური მასპინძელია საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია.

„მნიშვნელოვან, საერთაშორისო აღიარებას ვულოცავ ინსპექტირების ასოციაციას, ტრანსპორტის სექტორს და მთლიანად საქართველოს! დიდი მადლობა ასოციაციის ყველა წევრს და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს მხარსაჭერისთვის, არ იყო იოლი გზა, მაგრამ არაჩვეულებრივი შედეგით დაგვირგვინდა“, – წერს საქართველოს ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი და საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის CITA-ს ევროპის ოფისის ექსპერტი დავით მესხიშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.