საქართველომ საბერძნეთთან ქულა მოიპოვა - კვარაცხელიამ ისევ გაიბრწყინა [ანალიზი/ვიდეო] #1TVSPORT
საქართველომ საბერძნეთთან ქულა მოიპოვა - კვარაცხელიამ ისევ გაიბრწყინა [ანალიზი/ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ორი დასანანი მარცხის შემდეგ ვილი სანიოლმა საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა რომ დაასახელა, გასაგები გახდა, რომ ის თავის არჩევანს არ ღალატობდა და ფაქტობრივად, ისევ იმ მოთამაშეებს ენდო, რომლებმაც ესპანეთთან მატჩი დაიწყეს. მხოლოდ ერთი ცვლილება იყო შემადგენლობაში – ვაკო გვილია გიორგი აბუჯანიამ შეცვალა.

 

შეცვლილი საბერძნეთი

რას მიაღწევდა საქართველო საბერძნეთთან და მოიპოვებდა თუ არა შესარჩევ ციკლში პირველ ქულას? ბერძნები წინასწარ აცხადებდნენ, რომ პირველივე წუთებიდან შეტევას აპირებდნენ, სტუმრებისთვის თავისი ძალა რომ ეჩვენებინათ.

მათ მოგება ჯგუფის ლიდერების დაწევის საშუალებას მისცემდა. ჯონ ვან სხიპმა ესპანეთთან 4-1-4-1 სათამაშო სქემა გამოიყენა, საქართველსოთან კი 4-2-3-1 სქემა და აქედან გამომდინარე, ოთხი მოთამაშე შეცვალა – მარცხენა მცველი ციმიკასი იანულისით ჩაანაცვლა, შემადგენლობიდან ამოაგდო ასევე ცენტრალური ნახევარმცველი მანდალოსი და ორივე ფლანგის შემტევი – ლიმნიოსი (მარჯვნივ) და მასურასი (მარცხნივ). ორი ცენტრალური ნახევარმცველის წინ ნიდერლანდელმა მწვრთნელმა სამი შემტევი და ცენტრალური თავდამსხმელი პავლიდისი დააყენა, რომელსაც ჰონდურასთან ამხანაგურ შეხვედრაში დუბლი დაუფასა.

 

უგოლო ტაიმი

თამაში ხისტად და ბერძნების უპირატესობით დაიწყო. მასპინძლები ჯარიმებით ცდილობდნენ ქართველების შეტევების ჩაკვლას – განსაკუთრებით, კვარაცხელიას ეუხეშებოდნენ და მას მუდამ ორი კაცი მეურვეუბდა. პირველი სახიფათო მომენტი მერვე წუთზე შეიქმნა, როდესაც იანულისისა და ფორტუნისის განვითარებული იერიშის შემდეგ ცოლისმა ახლოდან კარს ააცილა და აშკარა გოლს გადავრჩით.

საქართველოს ნაკრებმა ნელ-ნელა მდგომარეობა გამოასწორა და შეუტია. 28-ე წუთზე, გიორბელიძის მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ, მარცხენა ფლანგიდან შეტევა კვარაცხელიამ გააგრძელა, კარისკენ ხუთ მცველს გასცდა და უკვე მარჯვენა ფლანგზე განავარდებულმა დაარტყა, მაგრამ მცველი გადაეფარა – ბერძნები ძალიან რეალურ ხიფათს გადაურჩნენ.

39-ე წუთზე უკვე ფორტუნისმა შემოგვიტია, ბურთი მცველს მოხვდა და ლორიამ საიმედოდ ითამაშა. ამას საქართველოს ნაკრების შეტევა მოჰყვა, რომლის დაგვირგვინებას კიტეიშვილი ცდილობდა, მაგრამ მცველმა ხელი შეუშალა და შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ. პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მეტოქის შეტევები შეაჩერა და მასპინძლებზე ზეწოლის გაძლიერება მოახერხა. მაგრამ დაცვაში და გადაცემების დროს მეტი სიფრთხილე გვჭირდებოდა.

 

ორი გოლი

მეორე ნახევარში საქართველო უკეთესად გამოიყურებოდა. მოედნის ცენტრში კარგი იყო კიტეიშვილი, შეტევაში კი კვარაცხელია უფრო და უფრო სახიფათო ხდებოდა.

67-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა სახიფათო შეტევა წამოიწყო – კაკაბაზე-ლობჟანძის შეტევას კიტეიშვილი აგრძელებდა, რომელიც პაპადოპულოსმა მოცელა და სახიფათო ჯარიმა დაინიშნა. აბურჯანიას დარტყმული ბურთი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია და ბერძნებმა შვებით ამოისუნთქეს.

73-ე წუთზე შეტევა შეცვლაზე შესულმა ქვილითაიამ გაამწვავა, საჯარიმოში მცველს გაცდა და დარტყმა ვეღარ მოახერხა. მოკლედ, საბერძნეთის ნაკრები შეტევაში ვერაფერს აკეთებდა და მათ უნიებლიეთ ისევ ჩვენი მცველი დაეხმარა. კაკაბაძეს ფლანგური გადაცემის მოგერიება სურდა, როდესაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ეს თამაშის მსვლელობიდან ამოვარდნილი მომენტი იყო, მაგრამ ასეთი უიღბლობა წარმოუდგენელი იყო.

ხვიჩა კვარაცხელაიმ მალე წონასწორობა აღადგინა – ჩვენმა ვასრკვლავბიჭუნამ მცველი „გააბითურა“ და საჯარიმოში შევარდნილმა მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა – 1:1.

86-ე წუთზე კი საბერძნეთის კანკავას დარტყმის შემდეგ გადარჩა – მასპინძლები ისევ მეკარემ გადაარჩინა. ბოლო წამები ჩვენების შეტევებით მიმდინარეობდა, ბერძნები კი თავს იცავდნენ. საბოლოოდ, მატჩი 1:1 დასრულდა და შეიძლება ითქვას, ჩვენს გულშემატკივარმა კიდევ ერთი იმედგაცრუება განიცადა, რადგან „ჯვაროსნები“ მასპინძლებზე უკეთესად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. თუმცა, ეს იყო ჯგუფში პირველი ქულა, რომელმაც ძალიან დაგვაიმედა.

 

საქართველო – საბერძნეთი 1:1

გოლები: 1:0 კაკაბაზე (76. ავტოგოლი), 1:1 კვარაცხელია (78)

სალონიკი. სტადიონი „ტუმბა“

საბერძნეთი (4-3-3): ვლახოდიმოსიბაკაკისი (42. მანიასი), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისიზეკა, ბუხალაკისი (87. სოფისი) – ძოლისი (46. ლიმნიოსი), ბაკასეტასი (70. იაკუმაკისი), ფორტუნისიპავლიდისი (70. მასურასი)

მთავარი მწვრთნელი: ჯონ ვან სხიპი

საქართველო (4-3-3): ლორია – კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე – აბურჯანია (74. გვილია), კანკავა – ლობჟანიძე (84. ჯიღაური), კიტეიშვილი (84. კვეკვესკირი), კვარაცხელია – ზივზივაძე (63. ქვილითაია)

სათადარიგოები: მამარდაშვილი, კუპატაძე, კობახიძე, კობოური, აზაროვი, ჩაბრაძე, კვეკვესკირი, გვილია, პარუნაშვილი, ჯიღაური, ბერიძე, ქვილითაია

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი).

გაფრთხილებები: აბურჯანია (15), ფორტუნისი (60), კიტეიშვილი (62), პაპადოპულოსი (67). იაკუმაკისი (71), ცაველასი (73), ზეკა (80), კანკავა (90+1)

დატოვე კომენტარი