საქართველომ მოიგო და განვითარების თასზე გალიდერდა
საქართველომ მოიგო და განვითარების თასზე გალიდერდა

16-წლამდე ნაკრებებს შორის უეფა-ს განვითარების თასზე პირველი ტურის შეხვედრები გაიმართა. “დავით პეტრიაშვილი არენაზე” რუმინეთისა და ბელარუსის შეხვედრა 0:0 დასრულდა.

რეგლამენტის თანახმად, გუნდებმა გამარჯვებული პენალტების სერიით გამოავლინეს, რომელიც რუმინელებმა უკეთ შეასრულეს, 4:3 მოიგეს. საინტერესოა, რომ რეგლამენტის მიხედვით, პენალტების სერიაში გამარჯვებულ გუნდს არა სამი, არამედ ორი ქულა ერიცხება.

მეორე მატჩში, მიხეილ მესხის სახელობის მოედანზე საქართველომ დაძაბულ ბრძოლაში ყაზახეთი 3:2 დაამარცხა. გოლები ლუკა ტორონჯაძემ, შალვა ოგბაიძემ და თორნიკე მორჩილაძემ გაიტანეს.

ზვიად ჯელაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ხვადაგიანი, ერაძე, მირზიკაშვილი, ბენდიანიშვილი, ტალახაძე, ოგბაიძე, მორჩილაძე, ზურაბიანი, ტორონჯაძე.

შეცვლაზე: შურღაია, ხვედელიძე, დევდარიანი, ოსიყმაშვილი, ჟივიძე.