საქართველომ მხარი დაუჭირა „გაერო-სა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუციას, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეა საუბარი
საქართველომ მხარი დაუჭირა „გაერო-სა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუციას, სადაც საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზეა საუბარი

საქართველომ მხარი დაუჭირა „გაერო-სა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუციას, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 26 აპრილს უყრეს კენჭი. დოკუმენტში საუბარია უკრაინის, მანამდე კი, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად ევროპის წინაშე არსებული უპრეცედენტო გამოწვევების შესახებ. დოკუმენტი შეიცავს რუსეთის აგრესიის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის მოწოდებას.

„გაერო-სა და ევროსაბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“ რეზოლუცია 122 ხმით დამტკიცდა. კენჭისყრის შედეგები გაერო-ში ისლანდიის წარმომადგენლობამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

ამასთან, მედია წერს, რომ ჩინეთმა მხარი დაუჭირა გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელშიც რუსეთი მოხსენიებულია როგორც აგრესორი. აქამდე ჩინეთი მსგავსი შინაარსის რეზოლუციების მხარდაჭერისგან თავს იკავებდა. ჩინეთის გარდა, მას მხარი დაუჭირეს ყაზახეთმა, სომხეთმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ.

„რუსეთმა, ბელარუსმა, ნიკარაგუამ, სირიამ და ჩრდილოეთ კორემა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა“, – გამოემხაურა კენჭისყრას გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელი სერგეი კისლიცა.