საქართველომ გერმანიაში სხვადასხვა ქვეყნის ილუსტრატორების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

11:05, 28.03.2019

საქართველო გერმანიის ქალაქ დარმშტადტის კულტურულ სივრცეში, სხვადასხვა ქვეყნის ილუსტრატორების გამოფენაზე საპატიო სტუმარი იყო.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით, ქართველმა ილუსტრატორებმა, ეთერ გზირიშვილმა და ლევან კვარაცხელიამ, ​ილუსტრატორების გამოფენაზე მონაწილეობა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე გამოიფინა 10-ზე მეტი ქართველი ილუსტრატორის ნამუშევარი.

მსგავსი