საქართველომ ფიფას რეიტინგში ერთი ადგილი დაკარგა
საქართველომ ფიფას რეიტინგში ერთი ადგილი დაკარგა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) ეროვნული ნაკრებების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთი ადგილი დაკარგა საქართველომ. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ნოემბერში ორი შეხვედრა დათმო – შვეიცარიასა და ხორვატიაში და 1267 ქულით 91-ე პოზიციაზე იმყოფება.

რაც შეეხება ტოპ-ათეულს, აქ ერთი ცვლილება მოხდა – ადგილები გაცვალეს ხორვატიამ და პორტუგალიამ.

1(1). ბელგია – 1765

2(2). საფრანგეთი – 1733

3(3). ბრაზილია – 1712

4(4). ინგლისი – 1661

5(5). ურუგვაი – 1645

6(7). ხორვატია – 1642

7(6). პორტუგალია – 1639

8(8). ესპანეთი – 1636

9(9). არგენტინა – 1623

10(10). კოლუმბია – 1622