საქართველომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ისრაელის მონაწილეობას მხარი დაუჭირა და ადასტურებს, რომ 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში თავადაც მიიღებს მონაწილეობას

13:00, 05.12.2025

საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ევროვიზიის სიმღერის კონკურსში ისრაელის მონაწილეობას მხარი დაუჭირეს.

საქართველო ადასტურებს, რომ 2026 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროპის მაუწყებელთა კავშირმა განაცხადა, რომ ისრაელს კონკურსში მონაწილეობის უფლება მიეცემა, რამდენიმე ქვეყანამ გამოაცხადა, რომ ისინი ბოიკოტს გამოუცხადებენ მომავალ წელს ევროვიზიის კონკურსს.

მსგავსი