საქართველომ აზიის განვითარების ბანკის 2024 წლის შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაიბარა
საქართველომ აზიის განვითარების ბანკის 2024 წლის შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაიბარა

დღეს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ბიზნესსესიაზე კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ოფიციალურად გადაიბარა ADB-ის 2024 წლის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი. აღნიშნული მასშტაბური ღონისძიება თბილისში 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

ასევე, დღეიდან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს.

საქართველოს, როგორც მომავალი წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყნის, პოპულარიზაციის მიზნით მოეწყო სპეციალური სტენდი, რომელსაც ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ბევრი დელეგატი ესტუმრა.

5 მაისს გაიმართება ოფიციალური და კულტურული ღონისძიება, სადაც საქართველო წარდგება, როგორც აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა.