საქართველომ 7:0-ით დაიწყო [ვიდეო]
საქართველომ 7:0-ით დაიწყო [ვიდეო]

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა,  ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი წარმატებით დაიწყო – გიორგი მიქაძის გუნდმა თბილისში დაწყებულ მინი-ტურნირის პირველ შეხვედრაში, ლიხტენშტაინი 7:0 გაანადგურეს.

ჰეთ-თრიქი გიორგი გულიაშვილმა (23, 48, 51-ე წუთები) შეასრულა, თითო გოლი ზუკა დავითაშვილმა (18),ხვიჩა კვარაცხელიამ (52),თამაზ ბაბუნაძემ (63) და გიორგი ივანიაძემ (80) გაიტანეს.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში ისრაელმა აზერბაიჯანს 4:1 სძლია. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს, აზერბაიჯანთან ჩაატარებს, ხოლო ისრაელი ლიხტენშტაინს დაუპირისპირდება.