საქართველო 2018 წელს  შანხაიში იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე მიიწვიეს
საქართველო 2018 წელს  შანხაიში იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე მიიწვიეს

დღეს ხელი მოვაწერეთ დოკუმენტს, რომლის ძირითადი ამოცანაა, რომ ორმა სახელმწიფომ, ჩინეთმა და საქართველომ ხელი შეუწყონ უკვე საქართველოს ტერიტორიაზე ინდუსტრიული, ტექნოლოგიური და ინოვაციური ზონების შექმნას და შესაბამისად, უკვე ინდუსტრიული სიმძალვრეების ჩინეთიდან გადმოტანას ან ახალი ინდუსტრიული სიმძლავრეების შექმნას, – განაცხადა ეკონომიკის  მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველომ შანხაიში 2018 წელს გასამართ იმპორტ-ექსპორტის გამოფენაზე მიიღო მოწვევა, სადაც ქვეყანას ექნება სპეციალური სტატუსი და შესაძლებელი იქნება წარვადგინოთ ის  ძირითადი პროდუქცია, რომელიც ჩინეთის ბაზრისთვის შესაძლოა იყოს საინტერესო, მათ შორის, ეს არის ქართული ღვინო, სადაც მხოლოდ წელს ჩვენ გვაქვს 80 %-ზე მეტი ზრდა ჩინეთის ბაზარზე, ასევე მინერალური წყლები და ტურისტული მომსახურება.

„დღეს ჩინეთიდან მზარდი ტურისტული ნაკადი გვაქვს, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვნად შეიძლება გაიზარდოს ტურისტული ნაკადი ჩინეთიდან. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ განვითარების მიმართულებით, ჩვენ დღეს უკვე ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, მათ შორის, ეს არის გრანდკომპონენტი, რომელიც ეხება საავადმყოფოს მშენებლობას, თუმცა ასევე არის სათბურების განვითარების მიმართულება და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება თანამშრომლობა“,-  განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის პირველ  იანვარს ამოქმედდება.