საქართველომ 20-წლამდელთა ევროპის პირველობა სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT
სკოპიაში 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს თავისუფალ ჭიდაობაში ორმა ქართველმა ფალავანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში სანდრო ყურაშვილმა (92კგ) აზერბაიჯანელი ჰუსეინ მამადთაღაზადა 12:1 დაამარცხა, ხოლო ალექსანდრე აბრამიშვილმა (125კგ) რუმინელ ბრაიან სამუელ ტეჩერეანს 10:0 სძლია.
მაკედონიაში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა თავისუფალ ჭიდაობაში სამი მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში მეხუთე ადგილზე გავიდა.
შეჯიბრებაზე ოქროს მედალს კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლებს კი – სანდრო ყურაშვილი (92კგ) და ალექსანდრე აბრამიშვილი (125კგ).
