საქართველოდან წელს ექსპორტზე 4.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი გავიდა
საქართველოდან წელს ექსპორტზე 4.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი გავიდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ექსპორტზე 4.1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ვაშლი გავიდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად აღემატება.

შედარებისთვის, 2018 წლის იანვარ-მაისში ვაშლის ექსპორტი 447 ათას დოლარს შეადგენდა, 2018 წლის იანვარ-დეკემბერში კი, 1.2 მილიონ დოლარს.

2014 წელს ვაშლის ექსპორტმა 723 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, 2015 წელს – 627 ათასი აშშ დოლარი, 2016 წელს – 421 ათასი აშშ დოლარი, 2017 წელს – 1 მილიონი აშშ დოლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში მთლიანმა ექსპორტმა საქართველოდან 1,47 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.2 პროცენტით მეტია.

დატოვე კომენტარი