საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი დანიაში გაიზარდა, ისლანდიაში კი, შემცირდა
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი დანიაში გაიზარდა, ისლანდიაში კი, შემცირდა

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი დანიაში გაიზარდა, ისლანდიაში კი, შემცირდა.

იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, დანიაში თავშესაფარი საქართველოს 372-მა მოქალაქემ მოითხოვა. 2017 წელს განაცხადებების რაოდენობა 76-ს შეადგენდა.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით, საქართველომ, რომელიც შარშან მე-11 პოზიციაზე იყო, წელს მესამეზე გადაინაცვლა.

ისლანდიაში საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით შარშან ლიდერობდა, წელს კი, მე-7 ადგილზეა. 2017 წელს ისლანდიას შესაბამისი განაცხადით საქართველოს 289 მოქალაქემ მიმართა. წელს კი, იანვარ-ნოემბერში ეს რიცხვი 36-ს შეადგენს.

როგორც დანიაში, ისე ისლანდიაში საქართველო უსაფრთხო ქვეყნადაა მიჩნეული. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნების მიგრაციის სამსახურები თავშესაფარზე უარს ეუბნებიან.