საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1260 განაცხადიდან შვედეთმა მხოლოდ ხუთი დააკმაყოფილა
საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა 1260 განაცხადიდან შვედეთმა მხოლოდ ხუთი დააკმაყოფილა

2018 წელს შვედეთმა საქართველოს მოქალაქეთა 1260 განაცხადი განიხილა და თავშესაფარი მხოლოდ ხუთ ადამიანს მიანიჭა. მონაცემები ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

დაკმაყოფილდა განაცხადების ერთ პროცენტზე ნაკლები, ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ ფიქსირდება.
ახალი განაცხადების მიხედვით, საქართველო შარშან მეოთხე ადგილზე იყო სირიის, ერაყისა და ირანის შემდეგ.

მთლიანობაში შვედეთმა შარშან თავშესაფრის მაძიებელთა 35 512 განაცხადი განიხილა, საიდანაც 32 პროცენტი დაკმაყოფილდა.