საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება
საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება

საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი კანდიდატი ფილმი დეა კულუმბეგაშვილის „დასაწყისი“ იქნება.

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წელს სამი ქართული ფილმი იბრძოდა. მათ შორის საუკეთესო კინოცენტრის მიერ მსახიობებისგან, რეჟისორებისგან და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

გადაწყვეტილება სპეციალურმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრით, ფილმების ნახვის შემდეგ მიიღო.

ქართულ-ფრანგული ფილმი „დასაწყისი“ – სან სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა.

ოსკარის რიგით 93-ე დაჯილდოების ცერემონია 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება, ნომინაციები კი 2021 წლის 15 მარტს გამოცხადდება.

დატოვე კომენტარი