საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება
საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება

საქართველოდან ინდოეთში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება 2020 წლის თებერვალში იგეგმება.

არსებული ინფორმაციით, სწორედ მომავალ წელს შემოვა ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ინდური ავიაკომპანია – IndiGo.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ადასტურებენ, რომ კომპანიას ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადი შეტანილი აქვს, თუმცა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

IndiGo საქართველოში შემოსვლას 2019 წელს გეგმავდა და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

დატოვე კომენტარი