საქართველოდან ფრენები შესაძლოა, კოპენჰაგენში, ამსტერდამსა და ესპანეთის ქალაქებში დაიწყოს
საქართველოდან ფრენები შესაძლოა, კოპენჰაგენში, ამსტერდამსა და ესპანეთის ქალაქებში დაიწყოს

საქართველოდან ფრენები შესაძლოა, კოპენჰაგენში, ამსტერდამსა და ესპანეთის ქალაქებში დაიწყოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქეთევან ალექსიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებებზე საავიაციო ფორუმის – „CONNECT 2018“ ფარგლებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„დღეს რეალურად გრძელდება ორმხრივი შეხვედრები და გრძელდება ავიაკომპანიების ბრიფინგები. საკმაოდ ბევრ ავიაკომპანიას აქვს ინტერესი საქართველოს მიმართ. დღეს გვაქვს კიდევ ერთი შეხვედრა ამავე სკანდინავიურ ავიაკომპანიასთან. კოპენჰაგენი არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო მიმართულება. ამ კომპანიას აქვს ინტერესი ფრენების განხორციელებაზე. ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ აღნიშნული მოვარგოთ მათ გრაფიკებსა და შესაძლებლობებს. ასევე, ვსაუბრობთ რამდენიმე მიმართულებაზე, მათ შორისაა ამსტერდამი და ესპანეთის ქალაქები“, – განაცხადა ალექსიძემ.