საქართველოდან ექსპორტზე 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა გავიდა

15:04, 03.08.2020

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებულია 16 273 ტონა ატამი და ვაშლატამა, რაც 6 521 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთის ფედერაცია (62% – 10 108 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (33% – 5 323 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (3% – 543 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, მოლდოვას, სლოვენიის, უკრაინისა და სინგაპურის რესპუბლიკებში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს 22 სამაცივრო მეურნეობა.

მსგავსი