საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6 პროცენტით, ხოლო ღირებულება 16 პროცენტით გაიზარდა
საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 6 პროცენტით, ხოლო ღირებულება 16 პროცენტით გაიზარდა

2019 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 39 ქვეყანაში 33,6 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6 პროცენტით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 87 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16 პროცენტით მეტია.

უწყების ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 126 პროცენტი (322 835 ბოთლი), ჩინეთი – 27 პროცენტი (2 972 733) და პოლონეთი – 18 პროცენტი (1 540 182). ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი – 91 პროცენტი (46 254), ისრაელი – 72 პროცენტი (131 184), ლიეტუვა – 57 პროცენტი (270 564), ბელარუსი – 47 პროცენტი (680 906), ესტონეთი – 33 პროცენტი (287 582), ნიდერლანდები – 27 პროცენტი (42 380), კანადა – 26 პროცენტი (76 860), მონღოლეთი – 22 პროცენტი (106 452), გერმანია – 9 პროცენტი (274 721), რუსეთი – 5 პროცენტი (21 372 581) და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  – 21 372 581 ბოთლი, უკრაინა  – 3 080 562, ჩინეთი  – 2 972 733, პოლონეთი  – 1 540 182 და ყაზახეთი – 1 223 256.

ადგილწარმოშობის დასახელებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 6 047 911 ბოთლი (ზრდა 6 პროცენტი), „მუკუზანი“ – 1 957 553 (ზრდა 20 პროცენტი), „წინანდალი“ – 1 509 961 (ზრდა 10 პროცენტი), „ახაშენი“ – 638 878, „ხვანჭკარა“ – 402 802 (ზრდა 43 პროცენტი) და ა.შ.

სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 203-მა კომპანიამ განახორციელა.

დატოვე კომენტარი