საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი შემცირდა
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი შემცირდა

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. თუმცა, სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი არ გაზრდილა.

საქსტატის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოდან ჩინეთში 198 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 3,7 მილიონი დოლარით ნაკლებია. ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში 7.4 პროცენტიდან 5.9 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, 2018 წელს საქართველოში ჩინეთიდან  იმპორტი  გაიზარდა. თუ 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 732 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 2018 წელს 833 მილიონამდე გაიზარდა. ჩინეთის წილი საქართველოს იმპორტში 9.1 პროცენტია.

მთლიან სავაჭრო ბრუნვაში ჩინეთი საქართველოსთვის მეოთხე ადგილზეა თურქეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ.