საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

საქართველოდან ბრიტანეთში ჩასულ მგზავრებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში 59 ქვეყანა მოხვდა, რომლის მოქალაქეებსაც ბრიტანეთში მგზავრობისას 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა არ მოუწევთ. ამ ქვეყნებს შორის საქართველო არ არის. სია ძალაში 10 ივლისიდან შევა.

როგორც მთავრობის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სიაში მოხვედრილ ქვეყნებში ეპიდსიტუაცია მუდმივი კონტროლის ქვეშ იქნება და მთავრობა უფლებას იტოვებს, ვითარების გაუარესების შემთხვევაში შეზღუდვები ისევ დააწესოს. სია შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში განახლეს.

დატოვე კომენტარი