საქართველოდან 10 848 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 38 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს
საქართველოდან 10 848 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც 38 პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 10 848 ტონა თხილის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 57.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 993 ტონით, ანუ 38%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 18.4 მლნ აშშ დოლარით, ანუ 48 პროცენტით გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი შვიდი პროცენტით გაიზარდა.

უწყების ინფორმაციით, ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში – 3 131 ტონა, იტალიაში – 2 124 ტონა, ჩეხეთში – 594 ტონა, პოლონეთში – 320 ტონა, ლიეტუვაში – 311 ტონა, ბულგარეთში – 300 ტონა, ესპანეთში – 330 ტონა, საფრანგეთში – 218 ტონა, საბერძნეთში – 97 ტონა, ესტონეთში – 88 ტონა, ლატვიაში – 84 ტონა, ლუქსემბურგი – 60 ტონა, სლოვაკეთში – 64 ტონა, ავსტრიასა – 22 ტონა და ხორვატიაში – 10 ტონა.

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი – 540 ტონა, თურქეთი – 530, სომხეთი 527 ტონა, ბელარუსი – 284 ტონა, ბრაზილია – 186 ტონა, უკრაინა – 176 ტონა, ალჟირი – 173 ტონა, კანადა – 136 ტონა, საუდის არაბეთი – 95 ტონა, მექსიკა – 67 ტონა, სირია – 50 ტონა, შვეიცარია – 47 ტონა, იორდანია – 38 ტონა, ერაყი – 24 ტონა, დიდი ბრიტანეთი – 22 ტონა, აშშ – 19 ტონა და სხვა.

დატოვე კომენტარი