საქართველო XV-ის არგენტინაში, ზე-რაგბის ვიცე-ჩემპიონ „ხაგუარესთან“გასამართი ორი საკონტროლო მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობა მომავალ კვირაში დასახელდება. ჩვენი გუნდი არგენტინაში 12 იანვარს მიემგზავრება და „ხაგუარესს“ 17 და 24 იანვარს ეთამაშება. მასპინძლებმა უკვე დაადასტურეს, რომ პირველი თამაში 17 იანვარს მარ-დე-პლატაში ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია სად გაიმართება 24 იანვრის შეხვედრა.
საქართველო XV-ის შემადგენლობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც 2019 წელს, 13-15 დეკემბერს „დიდი 10“-ის მე-11 ტურის შეხვედრები ჩატარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, ამჯერად გუნდში ლეგიონერებსაც მოიწვევენ.
საქართველო XV პირველ შეკრებას 23-30 დეკემბერს ქუთაისში გაივლის. 4 იანვარს მეორე შეკრებაზე მარტყოფის ბაზაზე შევლენ, სადაც არგენტინაში გამგზავრებამდე დარჩებიან.