არგენტინული ტურნეს ფარგლებში საქართველო XV-ის მეორე მატჩის ადგილი ცნობილია
არგენტინული ტურნეს ფარგლებში საქართველო XV-ის მეორე მატჩის ადგილი ცნობილია

საქართველო XV 2020 წლის იანვარში სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონ „ხაგუარესთან“ მეორე შეხვედრას ბუენოს აირესში გამართავს. ქართველი მორგბეები არგენტინული ტურნეს ფარგლებში ორ მატჩს – 17 და 24 იანვარს ჩაატარებენ.

ხაგუარესსა“ და საქართველო XV შორის პირველი საკონტროლო შეხვედრა მარ-დელ-პლატაში ჩატარდება, რომელიც ქვეყნის დედაქალაქიდან 400 კილომეტრითაა დაშორებული. მეორე დაპირისპირებას კი ბუენოს აირესში არგენტინის შიდა ჩემპიონატის ტოპ12-ის ჩემპიონ „სან ისიდროს“ სტადიონი უმასპინძლებს.

ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ უკვე დაასახელა ის გაფართოებული შემადგენლობა, რომელიც 23 დეკემბერს ქუთაისში შეიკრიბება და მათგან 30 მოთამაშე 11 იანვარს არგენტინაში გაემგზავრება.

შერკინება: ნიკა აბულაძე, ზურაბ ერისთავი (ბათუმი) ბექა გვარამია (აკადემია)გოგა ხუროშვილი (არმაზი2), ბექა მამრიკიშვილი (ბათუმი), გიორგი ჭყოიძე (ლელო-სარასენსი), რევაზ წიკლაური (აია ), შოთა გოგისვანიძე (ბათუმი), ნიკა პატარაია (სტიაუა, რუმინეთი ), ანტონ ფეიქრიშვილი, ვანო ბერიკაშვილი (აკადემია), მიხეილ ბაბუნაშვილი (აია), სანდრო ქოიავა (ბათუმი), თორნიკე ზოიძე (აკადემია), არჩილ აბესაძე (ლელო-სარასენსი), ვანო ფუტკარაძე (ბათუმი), გიორგი მჭედლიშვილი (იუნკერები), თორნიკე კიკნაძე (ჯიქი), დაჩი კოპაძე (ჯიქი), კობა ჯიმშელეიშვილი (ბათუმი), გურამ შენგელია (აია),

ხაზი: ვაჟა ხუციშვილი (ხარები), კობა ბუჯიაშვილი (ბათუმი), რეზი ჯინჭველაშვილი (ჯიქი), დავით მოძღვრიშვილი (აკადემია, ), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო-სარასენსი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი), ნიკა გიგაური (არმაზი), გურამ ქანდაურაშვილი (ბათუმი, ), გიორგი ნათელაშვილი (ხარები), კოტე მარჯანიშვილი (ჯიქი), ანზორ სიჭინავა (ბათუმი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ირაკლი სვანიძე (ჯიქი).