საქართველო XV არგენტინაში „ხაგუარესთან“ დამარცხდა | რაგბი
საქართველო XV არგენტინაში „ხაგუარესთან“ დამარცხდა | რაგბი

საქართველო XV-მა არგენტინაში, ქალაქ მარ-დელ-პლატაში ადგილობრივ „ხაგუარესთან“ პირველი მატჩი გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა – 66:3.

არგენტინელებმა ათი უპასუხო ლელო დადეს და რვა გარდასხვა ზუსტად შესარულეს, ჩვენი გუნდის მონაგარი კი მხოლოდ ერთი ჯარიმაა, რომელიც რეზი ჯინჭველაშვილმა გაიტანა.

„ხაგუარესი“  სუპერ რაგბის ვიცე-ჩემპიონია, თუმცა დიდი 10-ის ნაკრების ასეთ მარცხს არავინ ელოდებოდა.

სერიის მეორე მატჩი 24 იანვარს, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში გაიმართება.