საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს
საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს

საქართველო წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას თურქეთისგან მიიღებს.

როგორც თურქული მედია იუწყება, შესაბამის შეთანხმებას სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბოხუამ და მისმა თურქმა კოლეგამ მოაწერეს ხელი.

როგორც თურქული მედია იუწყება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში წითელას საწინააღმდეგო 100 000 ვაქცინას 15 დღეში ჩამოიტანს.

თურქული მედიის ცნობით, „ინფექციურ დაავადებებთან საბრძოლველად თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველომ და თურქეთმა, სტამბოლში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ორგანიზებით გამართული შეხვედრის ფარგლებში გააფორმეს.