„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - მივესალმებით მაია ტაბაღუას გადაწყვეტილებას, არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია ე.წ. პრაიდფესტივალის ორგანიზატორებს
„საქართველო უპირველეს ყოვლისა“ - მივესალმებით მაია ტაბაღუას გადაწყვეტილებას, არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია ე.წ. პრაიდფესტივალის ორგანიზატორებს

მივესალმებით შპს „თბილისი იპოდრომ სერვისის” დირექტორის, ქალბატონი მაია ტაბაღუას გადაწყვეტილებას, არ დაუთმოს საკუთარი ტერიტორია ე.წ. პრაიდფესტივალის ორგანიზატორებს, – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ განცხადებაში.

მათივე თქმით, აღნიშნული არის ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება.

„ქალბატონმა მაიამ განცხადებაში ხაზი გაუსვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გაზრდილ რისკებს, რაც ბუნებრივია, გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის მიუღებელია გარყვნილების და სიკვდილის იდეოლოგიის საჯარო დემონსტრირება/პროპაგანდირება. საზოგადოების რეაქცია არ იყო რთულად პროგნოზირებადი, სამწუხაროა, რომ ამ დრომდე დასაშვებად მიაჩნდა ვინმეს მსგავსი მასშტაბის LGBT ფესტივალის ჩატარება საზოგადოებრივი მღელვარების გარეშე.

ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამო ნაც-ლიბერალებისგან მოსალოდნელია ბულინგი და წნეხი იმ მესაკუთრეების მიმართ, ვინც მხარი დაუჭირა ერთადერთ კეთილგონივრულ გამოსავალს.

საზოგადოებრივი მოძრაობა – “საქართველო უპირველეს ყოვლისა” მხარდამჭერებთან ერთად შეიკრიბება „ლისი ვანდერლენდის” მიმდებარედ 13:00 საათზე! ეს არის გამარჯვება, რომელიც საბოლოოდ უნდა გაფორმდეს!

საქართველოში LGBT პრაიდფესტივალი არ ჩატარდება!!!“ – ნათქვამია განცხადებაში.

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ, მაია ტაბაღუამ განაცხადა, რომ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იპოდრომის ტერიტორიაზე ვერ დაუშვებენ პრაიდფესტივალის ჩატარებას.