საქართველო-უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო
საქართველო-უკრაინის პორტებს შორის საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო

„საქართველოს რკინიგზის“ ინიციატივის თანახმად, საქართველო-უკრაინის პორტებს შორის  საკონტეინერო გემის რეგულარული მიმოსვლა დაიწყო.

აღნიშნული მარშრუტით პირველი საკონტეინერო გემი ფოთის პორტში დღეს შევიდა.

საზღვაო რეისები ყოველკვირეულად განხორციელდება.

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, ამით შესაძლებელი ხდება ევროპასა და აზიას შორის ტვირთების შემცირებულ დროში და მნიშვნელოვნად დაბალი ტარიფებით სარკინიგზო გადაზიდვა, „საქართველოს რკინიგზის“ მეშვეობით.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა ხელს შეუწყობს, საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკ-მატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას.

ამასთან, ქვეყნებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სახმელეთო საზღვარი, საშუალება ეძლევათ, ერთმანეთს პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ.