საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება

ბიზნესგაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა“ და თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, 22 დეკემბერს საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი გაიმართება. ასოციაციის ინფორმაციით, ფორუმი მიზნად ისახავს, ქვეყნებს შორის ბიზნეს-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლო კავშირების დამყარებას.

თურქეთის მხრიდან ბიზნესფორუმზე წარმოდგენილი იქნება 20 კომპანია რძის პროდუქტებისა და სამშენებლო მასალების წარმოების სფეროებიდან.

ფორუმს გახსნის თურქეთის რესპუბლიკის ახალი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, რომელიც პირველად ამყარებს კომუნიკაციას ქართულ ბიზნესსექტორთან ელჩის სტატუსით. ფორუმს აგრეთვე დაესწრება
არდაჰანის რეგიონის მერი მეჰეთ ემილ ბილმესი და საქართველოს მხრიდან 60-ზე მეტი კომპანია შესაბამისი ბიზნესსექტორებიდან.

ფორუმის ფარგლებში, გაიმართება კომპანიების წარმომადგენლებს შორის პირისპირ შეხვედრები ინფორმაციის გაცვლის მიზნით.

საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი 22 დეკემბერს, 10:30 საათზე დაიწყება.