საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის წარმოების მიმართულებით უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ 
საქართველო, თურქეთი და აზერბაიჯანი თხილის წარმოების მიმართულებით უფრო აქტიურად ითანამშრომლებენ 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, სტრატეგიული თანამშრომლობის სამმხრივი დეკლარაცია გაფორმდა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის.

დეკლარაციის თანახმად, თხილის წარმოების მიმართულებით სამი ქვეყანა უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ თხილი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი საექსპორტო აგრარული პროდუქტია. სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მიზანია წარმოებისა და ხარისხის ამაღლება, მოსავლიანობის გაზრდისათვის სამეცნიერო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება, ტექნიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

მხარეებმა აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის პოზიციები შეაჯერეს, რომელიც დარგის განვითარებასა და წარმოების ზრდაზეა ორიენტირებული.