საქართველო - ტონგა | ღია ვარჯიში [ფოტოამბავი]
საქართველო - ტონგა | ღია ვარჯიში [ფოტოამბავი]

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის ბოლო ტესტ შეხვედრამდე შევარდენის ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა სამოას ნაკრების 27:19 დამარცხების შემდეგ, ერთი დღე დაისვენა და ორშაბათიდან საწვრთნელი პროცესი განაახლა. ჰეიგმა ტონგასთან მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში სამი ახალი მოთამაშე, მათ შორის ორი გამოცდილი მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი თხილაიშვილი და ერთი დებიუტანტი, მესამე ხაზელი ბექა საღინაძე გამოიძახა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2018 წლის ბოლო ტესტ მატჩს 24 ნოემბერს ტონგას წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბორჯღალოსნებს ტონგას ნაკრების წინააღმდეგ ექვსჯერ უთამაშიათ და ოთხი მოგება და ორი მარცხი აქვთ. ტონგა საქართველოს დედაქალაქში მესამედ ჩამოდის.

მოცემული მომენტისთვის ტონგა 73,84 ქულით მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-12 ადგილზეა, საქართველო კი 72,60 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს.